– წინასაახალწლო პრემიები ყოველწლიურად რიგდებოდა?..– ხან – როგორ, ხან – როგორ, – მაგალითად, შარშან, ქვედანაყოფის მეთაურობამ დამსახურების მიხედვით შეარჩია ყველანაირი წოდების მქონე სამხედოები, კონკრეტულად, ისინი, ვისაც საყვედური არ მიუღია, ასევე, მადლობა ვისაც ჰქონდა გამოცხადებული, მათ სრული ხელფასი დაერიცხათ, ანუ მე-13 ხელფასი. 2012 წლის მიწურულს, მთლიანად მეორე ქვეითი ბრიგადას, ხელფასის 50% დაგვირიგდა.გიორგი, ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი:– პრემია, აქამდე, ან ყველას ჰქონდა, ან – არავის. ამ ახალ წელს, პირველად იყო წოდებრივი წახალისება. კაპრალებსა და რიგითებს არ გვერგო. ეტყობა, ჩვენთვის არ იყო ახალი წელი, სერჟანტებსა და ოფიცრებს დაურიცხეს. ვიცი, ზოგი “ბანკომატის ჯარისკაცებს” მოიშველიებს ჩვენზე ლაპარაკისას, ამიტომ გეტყვით, რომ 300 ლარზე არ არის საქმე, საქმე ის არის, რად ვუღირვართ სახელმწიფოს, რომელსაც სიცოხლით ვემსახურებით. მე ორჯერ ვიყავით ავღანეთში. მანამდე 2008 წლის ომი გამოვიარე. კიდევ ერთი კონტრაქტის გაფორმებას ვაპირებდი, რომლის ფარგლებშიც აფრიკაში ან ავღანეთში ვაპირებდი წასვლას. ისე მიდის, საქმე, დავფიქრდები სამხედრო კარიერის გაგრძელებაზე. ალბათ უფრო უსაფრთხო სამსახურზე დავიწყებ ფიქრს.როგორც გავარკვიეთ, სამხედრო ნაწილებში დარიგებული წინასაახალწლო პრემია არც
Übersetzt wird, bitte warten..
